მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე ობიექტების ულიმიტო ოპერირება“ - ბიზნესის შეთავაზება შრომის ინსპექციას

6140539ebabbc
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 11:50
737
„მწვანე ობიქტებისთვის ულიმიტო ოპერირება“ - ამ ინიციატივას რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან გააჟღერებს.

საქმე ისაა, რომ ბექა ფერაძე დღეს კვების ობიექტების წარმომადგენლებს ახალი Covidpass აპლიკაციის წარდგენის მიზნით ხვდება. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბიზნეს სექტორს აპლიკაციის გამოყენების წესებსა განუმარტავს, კერძოდ, რა შემთხვევაში მიიღებენ კაფე-რესტორნები „მწვანე ზონის“ სტატუსს და ა.შ.

რესტორნების ასოციაციის თანადამფუძნებელი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტები „მწვანე ზონის" სტატუსს მიიღებენ, მათ რესტორნების ოპერირების ნაწილში არსებული 22:00 საათამდე ოპერირების შეზღუდვა უნდა მოეხსნათ.

„ბიზნესს გვაქვს შეთავაზება, რომ ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც შექმნიან "მწვანე ზონებს", შესაძლებლობა მიეცეთ გარკვეულწილად ულიმიტოდ იმუშაონ იმ რეჟიმში, რომლითაც აქამდე ვმუშაობდით“, - განუცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის წინ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: თბილისის მასშტაბით რამდენიმე კაფე-რესტორანმა მწვანე, კოვიდ-უსაფრთხო ზონად გადაქცევისთვის კოვიდ -რეგულაციები თავად შეიმუშავა და ისინი დღეისთვის მომხმარებელს მხოლოდ ვაქცინირებულ, ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები