მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწვანე პასპორტების" გაუქმება ნაადრევი იყო, პანდემია არსად წასულა” - მერი გუბელაძე

61f9425cbb46d
ანუკა ჯოხაძე
01.02.22 18:46
1014
"ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილებას კრიტიკა და განსხვავებული შეფასებები მოჰყვა კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელი, რომელმაც "მწვანე პასპორტები" თავის ობიექტში მთავრობის გადაწყვეტილებამდე აამოქმედა, ამბობს, რომ მისი გაუქმება ნაჩქარევია.

“რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ვერ ვხვდები - პანდემია დასრულდა?! ვფიქრობ, ჯერ ნაადრევი იყო "მწვანე პასპორტის" სისტემის გაუქმება. პანდემია არსად წასულა, ჯერ ისევ გვყავს გარდაცვლილები და ეს მაჩვენებელი მზარდია. ცოტა ხანი რომ დავლოდებოდით და გაგვეგრძელებინა პანდემიის მართვა, უკეთესი იქნებოდა. სექტებრიდან მოყოლებული თანამშრომლებში კოვიდინფექცია არ აფეთქებულა, ეს ნიშნავს იმას, რომ "მწვანე პასპორტების" სისტემის ამოქმედებას და აცრის აცრის გარეშე მომხმარებლის არდაშვებას ჰქონდა აზრი", - აცხადებს რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი დეკემბრიდან, როცა "მწვანე პასპორტის" წესი ამოქმედდა, გადაწყდა, რომ  კოვიდ-გადატანილებს ეს მექანიზმი უვადოდ მიენიჭებოდათ. აღნიშნულს არც ეპიდემიოლოგები და მათ შორის არც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეთანხმებოდა. ამდენად, დიდი ალბათობით covid-გადატანილებისთვის "მწვანე" სტატუსის მინიჭების იდეა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები