მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე წყალბადის წარმოება - რა პოტენციალი აქვს საქართველოს?

BM.GE
31.05.23 12:42
244
საქართველო მწვანე წყალბადის განვითარებისთვის საპილოტე პროექტს იწყებს, რაც ქვეყანაში საპილოტე საწარმოს და ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვის აწყობას გულისხმობს. საპილოტე პროექტში ჩართულია „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი“ , რომელიც შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკურ და სხვა საჭირო კვლევებს დააფინანსებს. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე, წყალბადის გამოყენება ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში განიხილება, თუმცა სამომავლოდ არც მისი უფრო ფართოდ დანერგვა და ექსპორტი გამოირიცხება. აღსანიშნია, რომ მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით. მის მისაღებად კი განახლებადი ენერგიის წყაროები ქარი, მზე და ჰიდრო ენერგეტიკა გამოიყენება. მწვანე წყალბადის წარმოების და ექსპორტის რა პოტენციალი აქვს საქართველოს?

სტუმარი: მურმან მარგველაშვილი - “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები