მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ - საკრებულოს პასუხი კასიანოვს

638f30c1d324c
BM.GE
06.12.22 16:23
528
„თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება უკრაინელი გმირების სახელობის ქუჩის სახელდებას, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას.

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, მნიშვნელოვანი მორალური მხარდაჭერა იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა.

„უკრაინას ასევე სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები