მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზარდი კინოინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, დიდი პატივი იქნება შემდეგი პროექტის საქართველოში გადაღება – კინოპროდიუსერი

632d92ed9d8f6
BM.GE
23.09.22 15:09
511
მეთიუ ზამიასი ერთ-ერთია ჰოლივუდის კინოინდუსტრიის იმ წარმომადგენლებიდან, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ.

სკაუტები საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს გაეცნენ. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით გადასაღებად საინტერესო ადგილები მოინახულეს. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ჩატარდა და სტუმრებს საშუალება მიეცათ, მოენახულებინათ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.

„ბევრი ადგილი გადამიღია და მინდა აღვნიშნო, საქართველო სილამაზით არც ერთ ქვეყანას ჩამოუვარდება. მისი სილამაზისა და მზარდი კინოინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შემდეგი პროექტის საქართველოში გადაღება ჩვენთვის დიდი პატივი იქნება“, – განაცხადა კინოპროდიუსერმა მეთიუ ზამიასმა.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები