მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის ელექტროსადგურებზე აუქციონში დაფიქსირებული ფასი დაბალია - „ჰელიოს ენერჯი"

6454efbd17186
მარიამ ვარადაშვილი
05.05.23 16:03
1161
განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა. აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ 10 თებერვალს გამოაცხადა, განაცხადების მიღება 22 მარტს დაიწყო, ხოლო 27 მარტს დასრულდა. აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო მაღალი, რადგან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები. 300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე.

აუქციონში მზის ელექტროსადგურის 10-მა პროექტმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ფასს, მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში ფასი 5.3-დან 5.9 ცენტამდე მერყეობს.

„ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ აუქციონში მონაწილეობდნენ, თუმცა ფასის გამო გამარჯვება ვერ შეძლეს. როგორც მან “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, მზის სადგურებზე შეთავაზებული ფასი საკმაოდ დაბალია და გამარჯვებული კომპანიები ინვესტიციის ამოღებას დაახლოებით ათწლიან პერიოდში შეძლებენ.

“ბუნებრივია, მოლოდინი გვქონდა, რომ სხვა წყაროებთან შედარებით მზის ენერგეტიკა ყველაზე იაფი იქნებოდა და ეს მოლოდინი გამართლდა. ეს კარგია, რადგან ყველამ ნახა, რომ მზის ენერგია ყველაზე იაფია, თუმცა მაინც გვქონდა მოლოდინი, რომ ფასი 6-6.5 ცენტამდე იქნებოდა. ანუ კონკურენცია ფასებში ამ დიაპაზონში წარიმართებოდა და ჩვენთვის ცოტა გასაკვირი იყო, როცა 5.35 ცენტის დაფიქსირება. ეს სიურპრიზი იყო და ამას გავაანალიზებთ. ნებისმიერი ინვესტორი, რომელმაც ვერ გაიმარჯვა ამ აუქციონში და მათ შორის ჩვენც ვართ, გავაანალიზებთ ამ ვითარებას. ვერ გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენი ფასი ექვს ცენტს სცილდებოდა. ეს გაკვეთილია ჩვენი კომპანიისთვის. ცოტა დაბალი მეჩვენება მზის ელექტროსადგურებისთვის ეს ფასი. ამ გათვლებით, რასაც ვუყურებთ გამოდის, რომ ინვესტორს გათვლა აქვს დაახლოებით ათწლიან უკუგების პერიოდზე",-ამბობს დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები