მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

62ff5ee16905b
მარიამ ვარადაშვილი
19.08.22 14:18
797
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება.

უწყების ცნობითვე, N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.

“გაზრდილ შემოსავალთან ერთად, ლოკოკინების ფერმაში დასაქმება მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მათ შესაძლებლობას მისცემს ახალი პროფესიული უნარები შეიძინონ”,-აცხადებენ უწყებაში.

ლოკოკინების ფერმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით აშშ საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით შენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები