მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nasa-მ შორეული კოსმოსის ფოტოები გამოაქვეყნა

62cda6318667e
თამთა ჯიჯავაძე
12.07.22 20:54
1803
Nasa-მ შორეული კოსმოსის შთამბეჭდავი ფოტოები გამოაქვეყნა. 10 მილიარდ დოლარად შეფასებული ტელესკოპის James Webb-ის მიერ გადაღებული ფოტოების გასაჯაროება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

Nasa მსოფლიოს „სამეცნიერო სასწაულს“, რასაც ფერადი შორეული კოსმოსის ფოტოები ჰქვია, ორ ათეულ წელზე მეტი ხანია უმზადებს.

აღსანიშნავია, რომ ობიექტები, რომელთა ფოტოები Nasa-მ დღეს გამოაქვეყნა, აქამდე სხვა ტელესკოპებსაც გადაუღიათ, თუმცა ახალი ფოტოები გაცილებით მაღალი ხარისხისაა, უფრო მეტი გარჩევადობითა და დეტალებით.

ფოტოები ასახავს გალაქტიკათა ჯგუფს „სტეფანის კვინტეტს“, ეგზოპლანეტა WASP-96b-ს, სამხრეთის ბეჭდისებრ ნისლს და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები