მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა

ნათია თურნავა
BM. GE
06.09.23 18:38
4

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების განხილვას დაეთმო. საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან. ასევე, ხაზი გაესვა ეროვნული ბანკისა და ინგლისის ცენტრალურ ბანკს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. განიხილეს პროექტები, რომლებიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და აღინიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ინგლისის ცენტრალურ ბანკთან 2008 წლიდან ვთანამშრომლობთ. მათ ინფლაციის თარგეთირების და ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარების დიდი გამოცდილება აქვთ. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბანკმა, ეროვნულ ბანკს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. იმედი მაქვს, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები