ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"შეხვედრის ფარგლებში საუბარი ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ერთობლივ პროექტებს და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკებისა და რეზოლუციების შემუშავებისა და განხილვის პროცესში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საბანკო ასოციაციასთან ღია ბანკინგის საკითხებზე", - წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.