მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა საქართველო-იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინტერესს გამოთქვამს

61bc92e92d603
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.21 18:15
479
ნათია თურნავამ  საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ინტერესი გამოთქვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრ ჰონდა ტაროსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი რეჟიმის დამყარება შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით, რაც დამატებით წაახალისებს ბიზნესის წარმომადგენლებს“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით ზრდა ფიქსირდება და 2021 წლის 10 თვეში სავაჭრო ბრუნვა 11%-ით, ხოლო ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში იაპონიიდან განხორციელებული ინვესტიცია 32%-ით გაიზარდა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მისი თქმით, ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს ორმხრივი ბიზნეს კავშირების განმტკიცებას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ენერგეტიკულ კომპანია „ტეპკოს“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში შემოვიდა, მალე იაპონური ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც მიბაძავენ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრანსპორტი, საპორტო მეურნეობა, ტრანზიტი, ენერგეტიკა და სხვ. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები