მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია

62bca4b786986
ალა ისპირიანი
29.06.22 23:19
681
NATO-მ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანების მიზნით ოფიციალურად მიიწვია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, NATO აცხადებს, რომ თავდაცვის ბლოკის ისტორიული გაფართოება, ძირს უთხრის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზნებს.

"ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ ზონას უფრო უსაფრთხოს. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება საბოლოო რატიფიკაციისთვის 30 წევრი ქვეყნის პარლამენტსა და საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. NATO-ს ლიდერების განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება, რაც საშუალებას მისცემს მათ სწრაფ გაწევრიანებას და პუტინის წინააღმდეგ ერთიანობის ჩვენებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები