მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს შეხვედრაზე ჩემი დღის წესრიგია იარაღი, იარაღი და იარაღი - კულება

624e9e88b344e
მარიამ ვარადაშვილი
07.04.22 12:24
846
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, NATO-ს სამიტზე უკრაინის მიზანი ალიანსისგან რაც შეიძლება მეტი იარაღის მიღებაა.

“ჩემი დღის წესრიგი მარტივია. მხოლოდ სამი საკითხია: იარაღი, იარაღი და იარაღი. უკრანის არმიამ და მთელმა უკრაინამ აჩვენა, რომ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ. ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ. რაც მეტ იარაღს მივიღებთ, უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, მეტი სოფელი და ქალაქი აღარ დაინგრევა და მეტი ბუჩა აღარ იქნება”,-აცხადებს კულება.

მისივე თქმით, უკრაინა NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ყოყმანის გარეშევ დაეხმარონ უკრაინას. დღეს ბრიუსელში NATO-სა და G7 [დიდი შვიდეულის] საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ძირითადი საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვა და უკრაინის მხარდაჭერაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები