მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანაში - ნაურუში, COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი, რის შედეგადაც წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 10,823-ია, იმ შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს, რაც მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილში არის მოქმედი.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში სულ 12 ქვეყანაა, სადაც ამ დრომდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიაში შემავალი ქვეყნების ნაწილში შესაძლოა ვირუსი გავრცელებულია და ამას ოფიციალურად არ აღიარებენ. სავარაუდოდ ასეთია ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც ჩამონათვალში შემავალი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ნაურუს მსგავსად კი COVID-19 არ დადასტურებულა ოკეანიის სხვა ქვეყნებშიც - მათ შორის ვანუატუსა და სამოაზე.
ქვეყნები სადაც 0 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული:
1 ჩრდილოეთ კორეა - 25,778,816 მოქალაქე;
2 თურქმენეთი - 6,031,200 მოქალაქე;
3 სოლომონის კუნძულები - 686,884 მოქალაქე;
4 ვანუატუ - 307,145 მოქალაქე;
5 სამოა - 198,413 მოქალაქე;
6 კირიბატი - 119,451 მოქალაქე;
7 მიკრონეზია - 115,03 მოქალაქე;
8 ტონგა - 105,695 მოქალაქე;
9 მარშალის კუნძულები - 59,19 მოქალაქე;
10 პალაუ - 18,094 მოქალაქე;
11 ტუვალუ - 11,793 მოქალაქე;
12 ნაურუ - 10,823 მოქალაქე.
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების სულ 14.3 მილიონი შემთხვევა არის აღრიცხული, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 მილიონს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 600 ათასს აღემატება.