მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობგიგანტმა Aramco-მ 2022 წელს რეკორდული - $161,1 მლრდ-ის მოგება ნახა

640dba4fd11af
თამთა ჯიჯავაძე
12.03.23 15:56
1116
საუდის არაბეთის ნავთობგიგანტმა კომპანია Aramco-მ 2022 წელს რეკორდული მოგება ნახა. როგორც BBC წერს, მოგებამ $161,1 მლრდ შეადგინა. ამაში კომპანიას მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და გაზრდილი მოცულობა დაეხმარა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 46.5%-ითაა გაზრდილი.

ამჟამად ბრენტის ტიპის ნავთობი დაახლოებით ბარელზე $82-ად ივაჭრება, თუმცა, გასული წლის მარტში ფასი $120-მდე იყო ასული, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით იყო განპირობებული.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოველით, რომ ნავთობი და გაზი მნიშვნელოვან რესურსად დარჩება უახლოეს მომავალში, ჩვენს ინდუსტრიაში არასაკმარისი ინვესტიციების რისკები რეალურია”, – განაცხადა Aramco-ს პრეზიდენტმა ამინ ნასერმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, კომპანია მხოლოდ ნავთობის, გაზის და ქიმიკატების წარმოების გაფართოებაზე არ იქნება ფოკუსირებული, ისინი ასევე აპირებენ ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ნახშირბადისგან შედარებით თავისუფალი რესურსების წარმოებას.

Aramco მსოფლიოში საბაზრო ღირებულებით სიდიდით მეორე კომპანიაა ამერიკული Apple-ის შემდეგ. ის სათბურის აირებით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამაბინძურებლად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები