ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდულ ნიშნულზეა და ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს. კონკრეტულად კი მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, 1 219 842 ტონა ნავთობპროდუქტების შესაძენად ქვეყნიდან 1.2 მლრდ დოლარი გავიდა.
იმპორტის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67.4%-ით, მოცულობა კი 5.7%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პროდუქტის ნახევარი რუსეთის ფედერაციიდან შემოდის.
TOP-10 საიმპორტო ბაზრის რეიტინგი:
1. რუსეთი - 561.8 მლნ დოლარი, 583 322 ტონა;
2. რუმინეთი - 233.8 მლნ დოლარი, 226 990 ტონა;
3. თურქმენეთი - 150.7 მლნ დოლარი, 145 213 ტონა;
4. ბულგარეთი - 114.8 მლნ დოლარი, 114 771 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 51.2 მლნ დოლარი, 59 081 ტონა;
6. თურქეთი - 39.3 მლნ დოლარი, 31 183 ტონა;
7. საბერძნეთი - 37.1 მლნ დოლარი, 33 607 ტონა;
8. გერმანია - 14.3 მლნ დოლარი, 3 101 ტონა;
9. ეგვიპტე - 3.7 მლნ დოლარი, 4 795 ტონა;
10. ბელგია - 2.9 მლნ დოლარი, 967 ტონა.
გარდა ამ ქვეყნებისა, ნავთობპროდუქტების იმპორტი ნიდერლანდებიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ბელარუსიდან, ირანიდან, ფინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან და მცირე მოცულობით სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიდა.