"აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართული მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება", - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი ივნის-აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია.
დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის:
29% - მუშაობს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე;
24% - უმუშევარია;
15% - ვარ პენსიონერი და არ მუშაობს;
14% - თვითდასაქმებულია;
14% - დიასახლისია და არ მუშაობს,
3% - სხვა პასუხი აქვს გაცემული.
ცნობისთვის: აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.