კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია და პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდები ძირითადად გადაუწყვეტლები არიან. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, 18-34 წლამდე ასაკის გამოკითხულ პირთა 49% განაცხადა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, 18%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა; 10%-მა - ენმ; 17%- კი ან უარი თქვა პასუხზე ან თქვა რომ არ იცოდა.

ცნობისთვის: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.