მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნერგები ნახევარ ფასად - იმერეთი აგროს ახალი პროექტი ჭიათურაში - (R)

625154ac9552e
BM.GE
09.04.22 14:02
1279
იმერეთი აგრო ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცირე მასშტაბის აგრომეურნეობის გაშენების მსურველებისთვის ახალ პროგრამას იწყებს. კერძოდ, პროგრამა გულისხმობს ნერგების მიწოდებას ნახევარ ფასად საკუთარი ბაღის გაშენების მიზნით.

იმერეთი აგროს თანადაფინანსებით, ნერგების ღირებულების 50%-ს ბენეფიციარი გადაიხდით დღეს, ხოლო დარჩენილ თანხას - მოსავლის აღების შემდეგ.

თანადაფინანსების პროექტში ჩართვა ჭიათურაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლის ფარგლებშიც დაიფინანსებს ჟოლოს 1-წლიანი და შავი ქლიავის ან ტყემლის 2-წლიანი ნერგების ღირებულების ნახევარს.

პროექტში ჩასართავად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა იმერეთი აგროს ვებგვერდზე: https://imeretiagro.ge/. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მიწა აუცილებლად უნდა იყოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რეგისტრირებული და ნახევარ ჰექტარზე ნაკლები.

იმერეთი აგრო ნერგებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან მიიღებს. სანერგე მეურნეობასა და იმერეთი აგროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. სანერგე აქტიურად ჩაერთვება მცირე აგრომეურნეობების გაშენების მიმდინარე პროექტში და ჭიათურაში მცხოვრებ მსურველებს ჟოლოს, შავი ქლიავის და ტყემლის უმაღლესი ხარისხის ნერგებს შესთავაზებს.

„იმერეთში სხვადასხვა კულტურის გაშენებაა შესაძლებელი, თუმცა ბაზარზე მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ იმ კულტურების გაშენებას, რომელზეც მაღალია მოთხოვნა, ესენია: ტყემალი, შავი ქლიავი და ჟოლო. ჭიათურაში ინტენსიური ბაღების გაშენება მოგვცემს შესაძლებლობას ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას,“ განაცხადა იმერეთი აგროს მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი.

ამასთან, პროექტში ჩართვის შემდეგ, იმერეთი აგროს აგრონომები ბენეფიციარებს გაუწევენ კონსულტაციებს და მიაწვდიან ყველა იმ საჭირო ცოდნას, რაც წარმატებული მეურნეობის შექმნას განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები