ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი Netflix-ი აბონენტთა რაოდენობით აზიური ბაზრის ლიდერიც ხდება, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ონლაინ სტრიმინგ კომპანიას უკვე 200 მილიონამდე აბონენტი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 2020-ში Netflix-ის აბონენტთა რაოდენობა აზიის ბაზარზე თითქმის 65%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9.3 მილიონს მიაღწია. კომპანიის შემოსავლები აზიის რეგიონიდან 62%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან დ აფრიკიდან 42%-ით.
Netflix-ის განცხადებით, კომპანია წელსაც მოელის აბონენტტა გაორმაგებას ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ სტრიმინგ კომპანია აზიის ბაზარზე 5 წლის წინ შევიდა და პირველი ქვეყანა იყო იაპონია, სადაც კომპანიამ ოპერირება დაიწყო. ჯამში Netflix-მა აზიის ბაზარზე ოპერირების ლიცენზიის მოპოვებაზე 2 მილიარდი აშშ დოალრი დახარჯა. აზიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 600-მდე ადამიანი ემსახურება.