მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix ტარიფებს ისევ ზრდის – CNN

61e3d04f0d725
მარიამ ადამია
16.01.22 14:30
1384

Tv შოუების, სერიალების, ფილმების სტრიმინგ კომპანია Netflix-ის ტარიფის კიდევ ზრდის. ფასები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ისა და კანადის მომხმარებლებისთვის იზრდება.

შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტანდარტული პაკეტის ფასი $1,50-ით $15,49-მდე გაიზრდება, ხოლო პრემიუმ პაკეტი $2-ით და $19.99-ს მიაღწევს.  კანადაში, Netflix-ის სტანდარტული პაკეტის ფასი ასევე გაიზარდა $1.50-ით $16.49-მდე; ხოლო პრემიუმი $2-ით და $20,99-ს გაუტოლდა. 

გამოცემა CNN-თან, Netflix–ის წარმომადეგნლებმა გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტეს:

“ჩვენ გვესმის, რომ ადამიანებს დღეს იმაზე მეტი გართობის საშუალება აქვთ, ვიდრე ოდესმე, ამიტომაც ვცდილობთ, კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილება შევთავაზოთ, რის გამოც ვზრდით ტარიფებს, რომ შევძლოთ უფრო მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა, რომლებიც იქნება გამორჩეულად ხარისხიანი. თუმცა ვტოვებთ სხვადასხვა საფასო სეგმენტის პაკეტს, რომლის შერჩევაც მომხმარებლებს შესაბამისი ბიუჯეტის მიხედვით შეეძლებათ”,-აღნიშნულია კომპანია Netflix-ის განცხადებაში, რომლის გავრცელების შემდეგაც, კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. 

ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ერთი კვირით ადრე გაავრცელა, სანამ მეოთხე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს გაასაჯაროვებდა.  როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურიც იყო, რადგან Netflix მილიარდობით დოლარს ხარჯავს კონტენტის შექმნაზე და რადგან სტრიმინგი უფრო ინტეგრირებული ხდება გასართობ ინდუსტრიაში, ისეთი კომპანიების ზრდა, როგორიც Netflix-ია, შესაძლოა შენელდეს და ახალი აბონენტების მოზიდვა გართულდეს; ამიტომ უფრო მეტი ახალი, კრეატიული და განსხვავებული კონტენტის შექმნაა საჭირო, რაც ცხადია, ხარჯთან არის დაკავშირებილი. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში ფასების აწევა ყველაზე მარტივი გამოსავალია. 

ინფორმაციისთვის, Netflix-მა ოქტომბერში განაცხადა, რომ აპლიკაციას 4,4 მილიონი აბონენტი დაემატა, რის შედეგადაც,  მისი აბონენტების რაოდენობა გლობალურად 213,5 მილიონამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები