სემეკის ცნობითვე, ჯამში ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 694 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 369 იყო. აქედან თითქმის 21 მეგავატი "ენერგო-პრო ჯორჯიას", ხოლო თითქმის 14 მეგავატი "თელასის" ქსელშია ჩართული.

ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.