ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Next-ი, აპრილის ლოქდაუნის დასრულების შემდეგ გაყიდვების ზრდის შესახებ აცხადებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს დროებითი მოვლენაა “. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Next-ის გაყიდვები თითქმის 76%-ით იყო შემცირებული პირველი კვარტალის პირველი 10 კვირის განმავლობაში, თუმცა ბრენდის პროდუქტებზე მოთხოვნა ონლაინ გაყიდვების პლატფორმის საშუალებით შენარჩუნდა და შესაბამისად, ონლაინ გაყიდვებმა 65%-ით მოიმატა.
“ბრენდის გაყიდვები განსაკუთრებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში გაიზარდა, რადგან მომხმარებლებს კოვიდ-ლოქდაუნის გამო მაღაზიებთან წვდომა არ ჰქონდათ. თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ლოქდაუნის შემდეგ გაყიდვების ზრდის ასეთი ტემპი აღარ შენარჩუნდება“, - განაცხადა Next-მა.
აღსანიშნავია, რომ მაღაზიათა ქსელი Next-ი მიმდინარე წელს გაყიდვების 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით მატებას მაინც ვარაუდობს. კომპანია აცხადებს, რომ ბრენდის შემოსავალი წლის ბოლომდე 720 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.