მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიჭიერ ადამიანებს უნდა მიეცეთ პროფესიული წინსვლის საშუალება - წერტილი უნდა დაესვას ნეპოტიზმს“

64385920df80c
ალა ისპირიანი
13.04.23 23:45
713
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - ტრადიციულად BMGTV-ის გადაეცემა „წერტილში“ ეს კითხვა დღესაც დაისვა. იურიდიული კომპანია BLB-ის მმართველმა პარტნიორმა, კახა შარაბიძემ რომელიც გადაცემის სტუმარი იყო, უპასუხა, რომ წერტილი პროტექციონიზმს და ნეპოტიზმს უნდა დაესვას.

„ნიჭიერ ადამიანებს უნდა მიეცეთ კარიერული, პროფესიული წინსვლის საშუალება. ამას ხელს უშლის პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი.

როცა კარგი სტუდენტი, კარგი განათლება მიღებული პერსპექტიული ადამიანი აქ ვერ აკეთებს პროფესიულ კარიერას, რადგან მას უფროსად არც ისე ნიჭიერი და განათლებული ადამიანი დაენიშნა, - ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან. ისინი აქ თავის თავს ვერ პოულობენ,“ - განაცხადა კახა შარაბიძემ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები