მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები უკრაინას 42 ერთეულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს -ზელენსკი

ტურე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს მიიღებს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„F-16-ები, ეს თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინული ქალაქების დასაცავად. პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინას პილოტებისა და ინჟინრების ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

42 თვითმფრინავი, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები