მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდების მარეგულირებელმა კრიპტობირჟა COINBASE $3.6 მილიონით დააჯარიმა

63d3955b296ee
გიორგი თოლორდავა
27.01.23 13:14
806
ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ამერიკული კრიპტობირჟის, Coinbase-ის 3.6 მილიონი დოლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

მარეგულირებლის განმარტებით, Coinbase-ს არ ჰქონდა ქვეყანაში ოპერირებისათვის აუცილებელი ლიცენზია და ის ქვეყანაში არალეგალურად საქმიანობდა.

ცენტრალური ბანკი მოითხოვს, რომ ფინანსური და ციფრული სერვისების პროვაიდერმა კომპანიებმა შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურა გაიარონ, მარეგულირებლისგან ნებართვა მიიღონ და უშუალოდ საქმიანობის პროცესში შემოსავლების სამსახურებს ყოველდღიური ანგარიშები წარუდგინონ.

როგორც ირკვევა, Coinbase-ი არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და ქვეყანაში ნებართვის გარეშე თითქმის სამი წელი ოპერირებდა.

ცნობისთვის, Coinbase-ი ერთადერთი კრიპტობირჟაა, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა განთავსებული და თუმცა ეს მას არ აძლევს იმის უფლებას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებართვის მიღების გარეშე შევიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები