მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგერია ბლოკჩეინზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას გეგმავს

6453a051edac7
გიორგი თოლორდავა
04.05.23 16:51
724
ნიგერიის საკანონმდებლო ორგანომ ციფრული ტრანსფორმაციის გენერალური სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ბლოკჩეინზე დაფუძნებული ეკონომიკური და საფინანსო სისტემების განვითარებას მოიაზრებს.

კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნიგერია სრულად უნდა გადაერთოს ციფრულ ეკონომიკაზე და ფაქტობრივად ყველა საჯარო თუ კერძო სისტემაში ინტეგრირებული უნდა იყოს ბლოკჩეინ პროტოკოლი, როგორც ინფორმაციის შენახვის და გაზიარების ყველაზე სანდო საშუალება.

ქვეყნის ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ციფრული ვალუტის, ე.წ. CBDC-ის განვითარებასაც, თუმცა ის არ მოიაზრებს სახელმწიფო სისტემებში კრიპტოაქტივების ინტეგრირებას.

სტრატეგიული დოკუმენტით ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუ რა ტიპის ბლოკჩეინის გამოყენებას გეგმავს ნიგერია, თუმცა კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ მთავრობას მოლაპარაკებები ასამე ბლოკჩეინ, კრიპტო და ტექნოლოგიურ კომპანიასთან აქვს.

ცნობისთვის, ნიგერია აფრიკის კონტინენტის ყველაზე მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოა, მისი ეკონომიკის მოცულობა 450 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები