"რად გვინდა ისეთი რეზერვები, რომელთაც არ გამოვიყენებთ კრიზისის დროს?", - ამბობს ნიკა გილაური.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც გილაური საქართველოს ეროვნულ ბანკს აძლევს, 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აკრძალვის მოხსნაა. ნიკა გილაურის თქმით, გადასახედია დედოლარიზაციის პოლიტიკა, რომელსაც აღნიშნული რეგულაცია ემსახურებოდა.
ნიკა გილაური საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ:
"საქართველოს ეროვნულ ბანკს ექნება სამი ძირითადი ფუნქცია უახლოეს ერთ წელიწადში. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ე.წ. ჰეჯირების ფუნქცია. მეორე, ნამდვილად შესასუსტებელი აქვს ეროვნულ ბანკს საბანკო სეტქორში რეგულაციები.
კერძო სექტორი ბანკებს სესხების ნაწილს არ გადაუხდის და ეს თავისთავად, ბანკებს ძალიან დაარტყამს. უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება, რომ არ მოხდეს საბანკო სექტორის ჩამოშლა. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა მეორე მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეასუსტოს რეგულაციები. მაგალითისთვის, სარეზერვო მოთხოვნები მინიმუმზე დაიყვანოს ან გაანულოს.
თქვენ იცით, რომ კომერციულ ბანკებს სარეზერვო მოთხოვნების სახით ეროვნულ ბანკში უდევთ 700 მილიონ დოლარზე მეტი. ეს იმისთვის არის, რომ თანხა კრიზისის დროს იყოს გამოყენებული. იმიტომ ქვია ამას რეზერვი, რომ ის კრიზისის დროს უნდა გამოიყენო. რად გვინდა ისეთი რეზერვები, რომელთაც არ გამოვიყენებთ კრიზისის დროს? მაშინ სიტყვა რეზერვიც კი კარგავს თავის აზრს.
სწორედ ამ ვითარებისთვის არის ეს რეზერვები შექმნილი. შესაბამისად, სასწრაფოდ არის შესამცირებელი მინიმუმზე კაპიტალის მოთხოვნები.
გასანულებელია 200,000 ლარიანი სასესხო ზღვარი, რომლითაც მხოლოდ ლარში გაიცემოდა სესხი და უნდა მოხდეს ჩემი აზრით ამ დედოლარიზაციის პროცესის შენელება, ან დროებით მაინც გაუქმება და საერთოდ არ მგონია, რომ რაიმე დიდი შედეგი მოიტანა დედოლარიზაციამ. შეგიძლიათ შეხედოთ ციფრებს და ნახავთ, რომ დოლარიზაცია არის შემცირებული მინიმალურად.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს შესასრულებელი ეროვნულ ბანკს უახლოესი თვეების განმავლობაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყოველი დაგვიანებული დღე, ყოველი დაგვიანებული კვირა, უფრო სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის შემდეგ", - ამბობს საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს შესასრულებელი ეროვნულ ბანკს უახლოესი თვეების განმავლობაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყოველი დაგვიანებული დღე, ყოველი დაგვიანებული კვირა, უფრო სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის შემდეგ", - ამბობს საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური.