მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike, Adidas, New Balance და Under Armour-ის მხრიდან შეკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა - “აჭარა ტექსტილი”

60008062a0fe9
ლიკა გურაბანიძე
14.01.21 23:58
869

“აჭარა ტექსტილის” დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, პანდემიამ კომპანიის რეალიზაცია 30%-ით შეამცირა და ამის პარალელურად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით დამატებითი ხარჯების გაწევა მოუხდათ.


“რეალიზაცია შეგვიმცირდა და ხარჯები გაიზარდა. რეალიზაცია შეგვიმცირდა იმიტომ, რომ ჩვენ კონტრაქტორების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება გაგვიჭირდა. მოგეხსენებათ, ჩვენთან თანამშრომლები ეტაპობრივად ინფიცირდებოდნენ და ამის გამო საწარმოო პოცესების შეჩერება გვიწევდა.


მიუხედავად იმისა, რომ გამოშვებული პროდუქციის მიწოდების ნაწილში კონტრაქტორებთან შეფერხებები გვქონდა, მაქსიმალურად შევეცადეთ ეს პრობლემა დროულად მოგვეგვარებინა” - განაცხადა ლომინაძემ.


ლომინაძის თქმითვე, კომპანიის დამკვეთების საერთაშორისო ბრენდების მხრიდან შეკვეთები 2021 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.


“2021 წლისთვის ჩვენი დამკვეთების Nike, Adidas, New Balance და Under Armour მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრილი შეკვეთები გვაქვს და სწორედ ამიტომ ჩვენი ახალი საწარმოს, “ქართლი ტექსტილის” ამოქმედება დროულად უნდა მოხდეს.

დღეს რუსთავში მდებარე ახალ საწარმოში დაახლოებით 800 ადამიანი გვყავს დასაქმებული და 2021 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 3 000 ადამიანს მიაღწევს. 3 500 დასავლეთ საქართველოში სამ საწარმოში გვყავს და ჩვენ ზრდას ვგეგმავთ” - აღნიშნა ლომინაძემ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები