კომპანია Nike-მა ფეხსაცმლის ვირტუალური მწარმოებელი RTFKT პროდუქციის Metaverse-ზე რეალიზაციისთვის იყიდა. გარიგების ოდენობა უცნობია, თუმცა სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გიგანტ კომპანია Nike-ში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, Metaverse-სთან აქტიურად ითანამშრომლოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ეს შენაძენი არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც აჩქარებს Nike-ის ციფრულ ტრანსფორმაციას და კომპანიას საშუალებას აძლევს, ვემსახუროთ სპორტსმენებს, სპორტის, თამაშების და კულტურის სფეროების შემოქმედებს“, - განაცხადა Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დონაჰომ.
ცნობისთვის, გასულ თვეში Nike გახდა ერთ-ერთი პირველი მსხვილი ბრენდი, რომელიც საერთო ვირტუალურ სამყაროს - Metaverse-ს შეუერთდა, რომლის პოპულარობაც დღითიდღე მატულობს. ასეთ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გარემოში მომხმარებლებს შეუძლიათ, ვირტუალურად შეიძინონ ისეთი ციფრული აქტივები, როგორებიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კრიპტო აქტივები და ა.შ.