მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლა სარკოზის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

603cfcdfc7ee7
ნათია თაქთაქიშვილი
01.03.21 18:55
2238
სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კორუფციის გამო, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, სარკოზი მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. ასევე, ნიკოლა სარკოზიმ უკანონოდ მიიღო დაფინანსება 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის კოსმეტიკური ფირმა L'Oreal-ის მფლობელ ლილიანა ბეტენკურისგან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი - პირობითი მსჯავრია.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმადვე, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარკოზი საფრანგეთის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები