მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინა კობახიძე: არ უნდა მჭირდებოდეს უწყება-უწყება სიარული, როცა ინვესტიციას ვახორციელებ

5f9ea975751bb
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 00:05
5058
"თუ მაქვს მიწა, არ უნდა მჭირდებოდეს უწყება-უწყება სიარული, როცა ინვესტიციის განხორციელების ეტაპზე ვარ", – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” ხელმძღვანელი ნინა კობახიძე აცხადებს და ბიუროკრატიულ ბარიერებზე ამახვილებს ყურადღებას.

ნინა კობახიძე ამბობს, რომ აუცილებელია, ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები და ამის გამო ბიზნესი არ შეაფერხოს.

“უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად და ეფექტურად იყოს მიღებული, უნდა მოუსმინონ ბიზნესის ჩივილებს და გაიაზრონ ის. უნდა გაითვალისწინონ და მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ხელისუფლება კი ქმნის მხოლოდ გარემოს.

პრობლემას, რასაც ყველაზე ხშირად შევხებივართ, ეს არის გაჭიანურებული გადაწყვეტილებები, კანონში არასწორად ჩაწერილი და შემდეგ დაკორექტირებული მუხლები; ბიუროკრატია, როცა ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და ამ დროს ბიზნესი ფერხდება, მაგალითად, მე თუ მაქვს კონკრეტული მიწა, არ უნდა მჭირდებოდეს უწყება-უწყება სიარული, როცა ინვესტიციის განხორციელების ეტაპზე ვარ. ამ პატარა ქვეყნის ხიბლი ის არის, რომ უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ, როცა ამის რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს”, – აცხადებს ნინა კობახიძე,

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლებისგან მეტ პროგრესს ელოდება და იმის გააზრებას, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბიზნესთან უნდა შეთანხმდეს.

“საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარეთ ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვიცით, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ახალმა ხელისუფლებამ. ასევე, გვაქვს ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ხშირად გათვალისწინებულია, მაგრამ განსაკუთრებით ახლა პანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ეკონომიკა ისევ ძალიან სწრაფად არის ამოსაწევი, მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმდეს ბიზნესთან.

მთავრობამ, პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, რომ ისინი არ არიან ბიზნესის კონკურენტები. მათ უნდა შექმნან სწორი საკანონმდებლო ბაზები და ბიზნეს-კლიმატი ბიზნესის გასავითარებლად და შეუქმნან პირობები ბიზნესს, რომ კერძო სექტორს მოუნდეს ახალი ინვესტიციების განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სახელმწიფო არასოდეს არ არის ინვესტორის შემომყვანი, არამედ ბიზნესია მთავარი პარტნიორი ნებისმიერი უცხოური ბიზნესის შემოსვლის შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ თუ მოგვწონს ეს გარემო, ჩვენთვის თუ ეს ხელსაყრელია, დამეწრმუნეთ, ქართულ ბიზნესზე მეტი უცხოური ინვესტიცია შეიძლება ვიხილოთ ქვეყანაში”, – აცხადებს ნინა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები