"ჯეოჰოსპიტალების" ქსელის და სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინო კობახიძის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ კობახიძე facebook-ში წერს.
„მარნეულში „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კლინიკის არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ასევე გუშინ შეყვანილი 3 პაციენტიდან არც ერთზე არ არის დადებითი პასუხი“, - წერს ნინო კობახიძე.