"გამოთქმამ - "მიწა ჩვენი სიმდიდრეა", რეალური შინაარსი უნდა შეიძინოს". ახლა უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ამ პოსტზე დამტკიცების დღეს პარლამენტში სოფლის მეურნეობის მიმართულებაც ისაუბრა და გაიხსენა თავისი პრემიერ მინისტრობის პერიოდი. კერძოდ, 2014 წელი, როცა ამბობდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთი გოჯი მიწაც არ უნდა დარჩენილიყო დაუმუშავებელი.
როგორც bm.ge-სთან ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარე ნინო ზამბახიძე ამბობს, იყო საკითხები, რომელიც თავის დროზე სოფლის მეურნებაში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს გადაწყდა, რამაც კონკრეტულ მიმართულებებს ბიძგი მისცა, თუმცა გამოწვევები დღესაც არის. მისი თქმით, საბოლოო ჯამში პრემიერები იცვლებიან, თუმცა სოფლის მეურნებაში არსებული პრობლემები იგივე რჩება.
“მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს დღევანდელ დღეს სასურსათო უსაფრთხოება, იმიტომ, რომ გვაჩვენა პანდემიამ რამდენად დიდი გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის სასურსათო უსაფრთხოება. კარგი იქნება თუ აღსრულებული იქნება ის მიმართულება, რომ არ იყოს არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი. ეს სასურსათო უსაფრთხოებას უწყობს ხელს და ასევე ჩვენს ქვეყანაში მომუშავე ფერმერულ მეურნებებს ავითარებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, იმისთვის, რომ არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი მნიშნელოვანია ფერმერებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ კაპიტალზე. მიწა, როგორც აქტივი უფრო სწრაფად გამოვიდეს ბაზარზე და მოხდეს ფერმერებისთვის ამაზე ხელმისაწვდომობა. იქნება აუქციონები თუ პირდაპირი შესყიდვები. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ინფრასტრუქტურა და მექანიზაცია, რომელიც არის კრიტიკულად მნიშნელოვანი”-ამბობს ფერმერთა ასოციციის თავჯდომარე ნინო ზამბახიძე.