Nissan-მა პირველი სრულიად ელექტრო ქროსოვერი Ariya წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
Nissan-ის Ariya Leaf-ის შემდეგ კომპანიისთვის მეორე ელექტრო მანქანაა, რომელიც გარეგნულად Nissan-ის ქროსოვერ Murano-ს წააგავს.
როგორც კომპანია აცხადებს, ელექტრონული ქროსოვერი ერთი დატენვით 480 კმ დაფარვას შეძლებს.
მანქანა იაპონიაში გასაყიდად 2021 წლის პირველი ნახევრის ბოლოსკენ გამოვა. მისი ფასი 40,000 აშშ დოლარით განისაზღვრება.