მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ სახელმწიფო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აკრძალა

TikTok

ქალაქ ნიუ-იორკის მთავრობამ სახელმწიფო მუშაკების სმარტფონებისთვის ჩინური TikTok-ის აკრძალვა გადაწყვიტა, - ამის შესახებ The Verge-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჩინური სოციალური ქსელის წასაშლელად სახელმწიფო სააგენტოებს ოცდაათი დღე ექნებათ, რის მერეც, აპლიკაციის ხელახლა გადმოწერას ისინი ვერ შეძლებენ. ნიუ-იორკის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან სახელმწიფო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება, სამი წლის წინ, ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამაც აკრძალა.

ნიუ-იორკის კიბერსაბჭოს შეფასებით, ჩინური სოციალური ქსელი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამ მიზეზით, ჩინური სოციალური ქსელი სხვა შტატებშიც აიკრძალა, როგორც საშტატო, ასევე ფედერალურ დონეზე. პარალელურად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, TikTok-ის გამოყენება ქვეყნის შიგნით საერთოდ აიკრძალოს, რადგან ბოლო დროს, TikTok-ისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირების შესახებ ინფორმაცია, სულ უფრო ხშირად ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები