მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში ქართული საკონდიტრო Marron Pastry გაიხსნა

6233341f87e35
მარიამ იზორია
17.03.22 21:00
1830
ნიუ-იორკში, კერძოდ, ბრუკლინში ქართული საკონდიტრო Marron Pastry გაიხსნა. როგორც bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განუცხადა, ობიექტი ნიუ-იორკში 8 მარტს ამოქმედდა და უკვე როგორც ქართველ, ასევე ადგილობრივ მომხმარებელს უმასპინძლა.

„ეს კომპანიის პირველი საერთაშორისო ფილიალია, სადაც მომხმარებელს როგორც ევროპულს, ასევე კლასიკურ დესერტებს ვთავაზობთ.

სამომავლოდ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას არ გამოვრიცხავთ“ - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, საკონდიტრო Marron-ი თბილისში ოთხ ფილიალს და საკონდიტრო სკოლას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები