უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნობელის პრემიის ცერემონიაზე რუსეთისა და ბელორუსის ელჩებს არ დაუშვებენ.
"რუსეთის ინტერვენციის გამო, ნობელის ფონდმა გადაწყვიტა, არ მოიწვიოს რუსეთისა და ბელორუსის ელჩები სტოქჰოლმში გამართულ ღონისძიებაზე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ნობელის ფონდი, რომელიც ამ პრესტიჟული ჯილდოს საორგანიზაციო საკითხებზეა პასუხისმგებელი, როგორც წესი სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს იწვევს ცერემონიაზე. წელსაც ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება. ფონდი დაჯილდოებაზე ასევე არ მიიწვევს შვედეთის ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ძირითადად ანტიმიგრაციულ პოლიტიკას ლობირებს.