მიმდინარე წლის ნოემბერში 74.4 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 66.4%-ით ნაკლებია. განახლებული სტატისტიკა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო) გამოაქვეყნა.
ნოემბერში ელექტროენერგია ორი ქვეყნიდან შემოვიდა - რუსეთიდან 51.259 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი - 23.101 მლნ კვტ/სთ.
რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ჯამურ მონაცემებს, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 1 მილიარდ 798.8 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 მილიარდ 270.9 მილიონი კვტ.სთ) 41.5%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის განმავლობაში, საქართველოს ყველაზე დიდი ელექტროსადგური - "ენგურჰესი", მისი გვირაბის რეაბილტიაციის გამო გაჩერებული იყო, რამაც ამ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.