მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა - შსს

63ac40c6cf05b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.22 17:17
1329
2022 წლის ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოდან მიმდინარე წლის ნოემბერში შემოსვლების რიცხვი, გასული წლის ამავე თვის მაჩვენებელს 347%-ით აღემატება. ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში რუსეთიდან 27 186 შემოსვლა ფიქსირდებოდა.

შესაბამისად მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთი ქვეყნების პირველი ექვსეულის სათავეშია.

შსს-ს მონაცემებით, ამავე პერიოდში თურქეთიდან და სომხეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი, პირველი ქვეყნის შემთხვევაში 216%-ით გაიზარდა და 113 054 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო სომხეთიდან 260%-ით 97 014 შემოსვლამდე გაიზარდა.

საზღვრის კვეთის მაჩვენებელი საქართველოში შემოსვლის მიმართულებით უკრაინიდან 90%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ რეიტინგში 16 799 შემოსვლით ომში ჩართულმა ქვეყანამ მეოთხე ადგილი დაიკავა.

მეხუთე ადგილზე ნოემბერში შემოსვლის კუთხით 15 815 საზღვრის კვეთით ისრაელი იკავებს. ზრდა ამ შემთხვევაში 23% იყო.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ამ მიმართულებიდან საზღვარი 42%-ით მეტჯერ გადმოიკვეთა და 15 370 შემოსვლა დაფიქსირდა. მეექვსე ადგილი კი 14 829 გადმოკვეთით აზერბაიჯანმა დაიკავა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 65%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შსს-ის ოფიციალური სტატისტიკით, ნოემბერში შემოსვლების საერთო რაოდენობა 457 375 იყო. ეს 158.5%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. აქედან 24 საათით და მეტხანს 258 235 ვიზიტორი გაჩერდა. ზრდა - 83.7%-ია, ტრანზიტულად კი 72 149 კვეთა დაფიქსირდა, ეს რიცხვი ნოემბერში 278.2%-ით გაიზარდა. სხვა ტიპის კვეთები, რომელიც 24 საათამდე პერიოდში მოხდა, 636.6%-ით 126 991-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები