მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nord Stream 2-ის მშენებელი კომპანია აპირებს, თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადოს - Reuters

621e3855d456a
მარიამ ვარადაშვილი
01.03.22 19:10
799
Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream 2 მშენებელი კომპანია განიხილავს თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადოს. გამოცემას სხვადასხვა წყარო ეუბნება, რომ ამით კომპანია პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რაც აშშ-ის სანქციებს მოჰყვება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენი სანამ ამუშავდებოდა, მანამდე გაჩერდა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” ცნობაა.

შედეგად აშშ-მა Nord Stream 2 AG-ს დაასანქცირა. Nord Stream AG შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც „გაზპრომი“ ფლობს.

რაც შეეხება თავად Nord Stream 2 პროექტს, 11-მილიარდ დოლარიანი პროექტი გასულ წელს დასრულდა. მან რუსეთში მოპოვებული გაზის ევროპაში ექსპორტი უნდა გააორმაგოს.

გამოცემა ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Nord Stream AG უკვე მუშაობს ფინანსურ მრჩევლებთან ზოგიერთი ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხზე, ხოლო გადაუხდისუუნარობის პროცესი, შესაძლოა, ფორმალურად მიმდინარე კვირაში დაიწყოს და შვეიცარიის სასამართლოს მიმართოს.

თავად კომპანიამ Reuters-ს კომენტარზე უარი უთხრა; უარი თქვა კომენტარზე „გაზპრომმაც“. პროექტს ამ ეტაპზე გერმანიის გადაწყვეტილებით, სერტიფიცირება აქვს შეჩერებული.

ამას გარდა, Reuters-ი წერს, რომ Nord Stream AG-მ თანამშრომლები დაითხოვა. უცნობია თუ კომპანია ყველა მასთან დაკავშირებულ კომპანიებს დახურავს, როგორ გეგმავს „გაზპრომი“ გაზსადენის ამუშავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები