მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორმები, რომელთა დაცვა კაკლის ექსპორტიორებს მოუწევთ - მთავრობამ რეგლამენტი დაამტკიცა

61cda329136d4
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.21 22:15
742
საქართველოს მთავრობამ 28 დეკემბერს კაკლის ექსპორტის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. 617-ე დადგენილების მიხედვით, რეგლამენტი 2022 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

კაკლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი კაკლის სხვადასხვა სახეობის კულტურული ჯიშების და ველურად მზარდი სახესხვაობების მიმართ მოთხოვნებს ადგენს, რომელიც კაკლის ნაყოფის მიმართაა წარმოშობილი და იმ ბიზნესოპერატორზე ვრცელდება, რომელიც გაუტეხავი კაკლის/კაკალი ნაჭუჭით და კაკლის გულის, ექსპორტს ახორციელებს.

„ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ექსპორტისათვის განკუთვნილი, შეფუთული გაუტეხავი კაკლის და კაკლის გულის რეგულირების პრინციპების განსაზღვრას“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ტექნიკური რეგლამენტი გაუტეხავი კაკლის და კაკლის გულის უვნებლობის და ხარისხის მიმართ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორის მიმართ ჰიგიენის მოთხოვნებს და გაუტეხავი კაკლის და კაკლის გულის შესაბამისობის შეფასების პროცედურებს ადგენს.

რეგულირების ობიექტს კი ექსპორტისთვის განკუთვნილი შეფუთული გაუტეხავი კაკალი და კაკლის გული წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვისაა განკუთვნილი, რომელიც უშუალოდ სურსათად შემდგომი საწარმოო გადამუშავების გარეშე გამოიყენება და რომელიც დამარილებას, დაშაქვრას, არომატიზებას ან მოხალვას, ან სხვა სახის დამუშავებას არ დაექვემდებარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები