ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3.75%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლეს მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების პროგნოზით, განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამჯერად ცენტრალურმა ბანკმა შედარებით მკაცრი მიდგომა აირჩია. წლის ბოლოსთვის ნორვეგიაში რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 4.25%-მდეა პროგნოზირებული.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან, ამჟამად ნორვეგიაში წლიური ინფლაციის დონე 6.7%-ს შეადგენს, რაც ოცწლიანი მაქსიმუმია.