მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიის მთავრობა წყალქვეშა მოპოვებითი საქმიანობის დაწყებას აანონსებს

64956173b74cd
სალომე ხიდურელი
24.06.23 01:00
728
ნორვეგიის მთავრობამ ქვეყნის წყლების ზღვის ფსკერზე მოპოვებითი საქმიანობის (მაინინგის) მიზნით გახსნა დააანონსა, თუმცა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ინიციატივის საწინააღმდეგოდ გამოდიან. ქვეყნის ხელისუფლებამ ინიციატივა გასულ სამშაბათს დააანონსა, საპარლამენტო დებატები კი ამ საკითხზე წლის ბოლოსთვისაა ჩანიშნული.

ღრმა ზღვის ფსკერის მაინინგი წყლის ეკოსისტემასა და ბიო-მრავალფეროვნებას საფრთხის ქვეშ აყენებს. როგორც Greenpeace-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნავს, არქტიკის რეგიონში მოპოვებითი სამუშაოების დაწყება კრიმინალის ტოლფასია და ნორვეგიამ მაინინგის ინდუსტრიის ოპოზიცია, რომელიც დღითიდღე იზრდება ვერ გაითვალისწინა.

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ბუნების მსოფლიო ფონდმაც გააკეთა და არქტიკის რეგიონში მოპოვებითი საქმიანობისთვის გახსნა დაგმო. ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით კი ქვეყანას მაინინგი მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო მინერალების მოსაპოვებლად სჭირდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ქვეყნის სტრატეგიასთან, რომელიც ბუნებრივ აირსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. ცნობილია, რომ ნორვეგიის წყლები ისეთი მინერალებითაა მდიდარი, როგორებიცაა სპილენძი, თუთია, მანგანუმი და კობალტი.

ნორვეგია თავისი ბუნებრივი აირისა და ნავთობის რეზერვებით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მოპოვებითი საქმიანობა ქვეყანას ახალი ინდუსტრიის განვითარების საშუალებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები