მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს აქციები 25%-ით გაიზარდა, კომპანია $1-ტრილიონიან კაპიტალიზაციას უახლოვდება

646f7b2353088
გიორგი თოლორდავა
26.05.23 10:25
571
დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კომპანია Nvidia-ა, რომელიც ამჟამად ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას უახლოვდება და თვის ბოლომდე, შესაძლოა, ის ექსტრემალურად ძვირადღირებული კომპანიები ჩამონათვალშიც აღმოჩნდეს.

Nvidia-ს საბაზრო ღირებულება ამ წუთისათვის 943 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ერთ დღეში თითქმის 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 24 საათში კომპანიის შეფასება თითქმის $200 მილიარდით გაიზარდა. Nvidia-ს მკვეთრი აღმასვლა ფინანსური შედეგების გასაჯაროებას უკავშირდება, როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში Nvidia-მ 11 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს 50%-ით აღემატება.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფრის გარდა, Nvidia თავადაც მუშაობს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და Cloud-გეიმინგის განვითარებაზე.

ცხადია, Nvidia-ს პორტფელი მხოლოდ AI-მოწყობილობებს არ მოიცავს. კომპანია გეიმინგ ინდუსტრიის ლიდერიცაა, მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გრაფიკულ ბარათებს და ნახევარგამტარებს სწორედ Nvidia აწარმოებს. Nvidia-ს პროდუქტები ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ერგება, მისი ჩიპები გვხვდება როგორც ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმ კლასის კომპიუტერულ მოწყობილობებში.

Nvidia კალიფორნიაში 1993 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 26,000 თანამშრომელს ასაქმებს. ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს, პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში კი ის ამჟამად მეექვსე ადგილზეა.

წლის დასაწყისიდან დღემდე Nvidia-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 170%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს 500 უმსხვილეს კომპანიას შორის საუკეთესო შედეგია.

Nvidia-ს რეკორდული აღმასვლის ფონზე, გაორმაგებულია კომპანიის დამფუძნებლის, ჯენსენ ჰუანგის ქონების შეფასებაც და ის ამჟამად 30 მილიარდ დოლარს აღწევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები