მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ობიექტები, რომლებიც მთავრობამ წელს ყველაზე ძვირად გაყიდა - რეიტინგი

608850297e267
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.21 00:00
2960
საქართველოს მთავრობამ მარტში პრივატიზაციის ახალი ტალღა დააანონსა და გასაყიდად 300 მილიონი ლარის ღირებულების 150 ქონება გამოიტანა. 300 მილიონის ობიექტებიდან მთავრობამ 109 ქონება გაყიდა. ობიექტების ღირებულებამ კი 60 მილიონი ლარი შეადგინა. გაუყიდავი დარჩა ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი - ე.წ. რიყის დოქები, რომლის საწყისი ღირებულებაც 71.2 მილიონი ლარი იყო.

ფაქტობრივად, გაყიდულ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი ობიექტი 5.25 მილიონი ლარი ღირდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანახმად, მათ მიერ გასაყიდად გამოტანილი ობიექტების საწყისი საფასური 43,798,300 ლარი იყო, აუქციონების შედეად კი ამ ობიექტების გასაყიდი ღირებულება 16,777,200 ლარით 60,575,500 ლარამდე გაიზარდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

1. მცხეთა, მუხათწყაროს მიმდებარედ; 63,316 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 3,166,000 ლარი, გაყიდვის ფასი 5,251,000 ლარი, მყიდველი - შპს ლიდერმშენი 2020
2. თბილისი, გაგარინის 24; 1,025 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,410,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,545,000 ლარი, მყიდველი - შპს ჩიგოგიძე ვაინ ბარ
3. კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია; 6,585 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,570,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,385,000 ლარი, მყიდველი - ზაური ქორთოშიძე
4. ქუთაისი, გუგუნავას N1, ნაკვეთი N2-2 91,053 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 2,787,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,047,000 ლარი, მყიდველი - შპს დეილი
5. ყვარელი; 105,984 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 395,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,005,000 ლარი, მყიდველი - სს აქტივების მართვის კომპანია
6. თბილისი, დაბა კოჯორი, ბაქრაძის ქუჩა N 15; 22,560 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,202,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,504,000 ლარი, მყიდველი - შპს იბეროტელი
7. თბილისი, ავჭალა 21,876 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 2,477,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,480,000 ლარი, მყიდველი - შპს გოფრატარა
8. თბილისი, ათონელის ქუჩა N 29/ხიდის ქუჩა N1; 400 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,129,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,290,000 ლარი, მყიდველი - შპს გლობალფარმი
9. კიკეთი, 300 არაგველის ქუჩა N 11; 30,502 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 2,202,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,204,000 ლარი, მყიდველი - შპს კიკეთი დეველოპმენტი-1
10. ბათუმი, ტბეთის ქუჩა N52; 42,073 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,851,500 ლარი, გაყიდვის ფასი 1,861,500 ლარი, მყიდველი - შპს ნაზილბე
11. თბილისი, ქუჩა ჭირნახული N 5; 15,675 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,355,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,825,000 ლარი, მყიდველი - შპს ჯი ეს სი
12. ფოთი 20,000 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,700,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,705,000 ლარი, მყიდველი - შპს Caucasian Metals Terminal
13. ქალაქ რუსთავში მიკრო/რაიონი XI-ის, მიმდებარედ; 55,129 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,378,500 ლარი, გაყიდვის ფასი 1,393,500 ლარი, მყიდველი - თეიმურაზ შუკაკიძე
14. ახალციხე, რუსთაველის ქ. N124; 20,053 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,328,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,378,000 ლარი, მყიდველი - შპს ბაკურიანი ინნ
15. ამბროლაური, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია; 29,693 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,188,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,193,000 ლარი, მყიდველი - შპს ქისთოუნ ქონსალთინგ
16. თბილისი, ქუჩა ჭირნახული; 12,664 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 703,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,141,000 ლარი, მყიდველი - შპს ავერსი-ფარმა
17. თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე სახელმწიფო ტერიტორია; 1,910 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,112,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,117,000 ლარი, მყიდველი - თამაზ ზვიადაური
18. გურჯაანი, აღმაშენებლის ქუჩა N 144; 2345 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 763,000 ლარი, გაყიდვის ფასი 1,063,000 ლარი, მყიდველი - მამუკა მერკვილაძე
19. დუშეთი, დაბა ფასანაური; 23,389 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 936,000 ლარი, გაყიდვის ფასი 939,000 ლარი, მყიდველი - შპს არაგვი რეზორტი
20. მარნეული, ყოფილ სამხედრო ქალაქთან; 3,911 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 305,000 ლარი, გაყიდვის ფასი 933,000 ლარი, მყიდველი - ანარ პირიევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები