„გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ მოძალადეებს“, - ასე ეხმაურება თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს.
„ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვიხილეთ რა არის „ქართული ოცნების“ სახე.... ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ - დღეს „ქართული ოცნება“ საერთოდ მარცხნივაა, კილომეტრებითაა დაშორებული პოლიტიკისგან; თავიდან ბოლომდე ძალადობას არიან ამოფარებულები, ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად მათი ძალადობისა, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ მოძალადეებს“, - მიმართა ამომრჩეველს ნიკა მელიამ.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეგზიტპოლი ჩაატარა კომპანია "ანოვამ". "მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 49%-იანი მხარდაჭერა მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ამომრჩეველთა 51%-მა დაუჭირა მხარი.