მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD-ის ქვეყნების რისკის რეიტინგში საქართველოს, ტანზანიას და ნეპალს ერთი შეფასება აქვს

oecd

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) საკუთარი დაფინანსების რისკ პრემიის განსაზღვრისთვის ქვეყნების შეფასებას ახდენს. ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების რისკის დონესთან დაკავშირებით.

ამ ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე კატეგორიით ფასდებიან, სადაც 0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ანგარიშში საქართველოს შეფასება უცვლელია და ის 6 ქულას შეადგენს. ანალოგიური ქულა აქვს საქართველოსთან შედარებით ერთ მოსახლეზე მშპ-ის უფრო დაბალი მაჩნვენებლების მქონე ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, ბენინს, ბუტანს, ნეპალს, ტანზანიას, ანგოლას, სვაზილენდს, პაპუა ახალ გვინეასა და სხვებს. 

“ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია მიზნად ისახავს ქვეყნის რისკის გამოხატვას. ქვეყნის რისკი მოიცავს სატრანსფერო და კონვერტაციის რისკებს, მაგალითად რისკს, რომ მთავრობა დააწესებს კაპიტალის კონტროლს, რომელიც პირებს ადგილობრივი ვალუტის უცხოურ ვალუტაში კონვერტირებას შეუზღუდავს ან შეზღუდავს საგარეო კრედიტორებისთვის ვალების მომსახურების შესაძლებლობას. ასევე გათვალისწინებული ფორს მაჟორის ალბათობები, მათ შორის ომების, ექსპროპრეაციის, რევოლუციის, სამოქალაქო დაძაბულობის, დამანგრეველი წყალდიდობებისა და მიწისძვრების ალბათობა.

ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია არ არის სუვერენული რისკის კლასიფიკაცია და მათი შედარება არ უნდა მოხდეს სუვერენული რისკის იმ ანგარიშებთან, რომლებსაც კერძო საკრეიდიტო სარეიტინგო სააგენტოები აწარმოებენ,”- ნათქვამია OECD-ის განმარტებაში. 

შედარებისთვის, თურქეთის კატეგორია საქართველოზე დაბალია და 7-ს შეადგენს, აზერბაიჯანის შეფასება კი საქართველოზე ორი საფეხურით მაღალია და ის 4-ს შეადგენს. უკრაინას და რუსეთს თურქეთის ანალოგიურად 7 კატეგორია აქვთ მინიჭებული. ყაზახეთს და უზბეკეთს კი 5-ე კატეგორია. 

აღმოსავლეთ ევროპაში  ბულგარეთის და რუმინეთის კატეგორია არის 3, მოლდოვის 7, სერბეთის 4, ხორვატიის 3, ალბანეთის კი 5 ქულა. 

როგორც ცნობილია 14 ივლისს პრემიერთან გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამ შეფასებაში პოზიციის წინსვლას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

“ამჟამად საქართველო მეექვსე კატეგორიაში იმყოფება. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუძლია შეამციროს ის რისკ პრემიუმის განაკვეთი და პროექტების ფინანსირების ღირებულება,”- ნათქვამია ინვესტორთა საბჭოს სხდომის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები