მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჯახის ექიმის კადრების სიმცირე, დაბალი ანაზღაურება - ჯანდაცვის კომიტეტში პრობლემებზე იმსჯელეს

61f97350a82d0
BM.GE
01.02.22 21:50
576
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) დაავადებული პაციენტების მართვის თაობაზე, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა.

საოჯახო მედიცინის ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს პირველადი ჯანდაცვის რგოლს ფუნქცია ფაქტობრივად დაკარგული აქვს და მოსახლეობის დიდი ნაწილი მისი გვერდის ავლით, პირდაპირ კლინიკებს მიმართავს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით კი ახლა პანდემიის დროს.

არსებულ პრობლემებს შორის დასახელდა ოჯახის ექიმის კადრების სიმცირე, დაბალი ანაზღაურება, განათლების უწყვეტობა, ახალი კადრების ნაკლებობა, რაც სხვა პრობლემებთა ერთად მოტივაციის უქონლობით არის გამოწვეული. საოჯახო მედიცინის ცენტრის წარმომადგენლების აზრით, საჭიროა ოჯახის ექიმების როლის გაზრდა და საოჯახო მედიცინის ინსტიტუტის გაძლიერება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს განცხადებით, ის რომ კოვიდპაციენტების ტრიაჟის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ოჯახის ექიმებზე, ეს არის მოცემულობა და კარგია, რომ სამინისტრომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, პრობლემები ზოგადად გამოკვეთილია, ახლა საჭიროა მათი გადაჭრის პრაქტიკული გზების ძიება.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში კომიტეტში წარმოდგენილი იქნება პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები