მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ბელარუსს აღიარებას სთხოვს - მედია

64a684cb0e313
გიგა ბენია
06.07.23 21:55
691
დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი ბელარუსს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს. შესაბამის მიმართვას ე.წ. პარლამენტის ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტი ამზადებს.

„ახლა ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არსებობს, რადგან თუ აქამდე შესაძლო პოლიტიკური შედეგები თუ სანქციები ბელარუსის მიმართ, ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ახლა ეს სანქციები უკვე არსებობს", - აღნიშნა დეპუტატმა, ალან ტეხოვმა.

ოსური მედიის ცნობით, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა საკითხის ღრმად შესწავლა შესაბამის კომიტეტს უკვე დაავალა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ წელს განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ეს გააკეთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები